Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის თამარ მაგრაქველიძე 2015 წლის 23 ივლისის მომართვის (N2594) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს განმცხადებელი სტუდენტის საგამოცდო ნაშრომი საგანში “მხატვრული სტილი და სტილისტიკა“.
2. სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) ირმა რატიანი– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) რამაზ ჭილაია– ასოცირებული პროფესორი
3) სოლომონ ტაბუცაძე – ასისტენტ  პროფესორი
3. სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2015 წლის 27 ივლისისა.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                           /დარეჯან თვალთვაძე/